ფეხბურთი

1:12 | 9.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

„კლასიკოს“ წინ

პრიმერას გასულ საჩემპიონო სეზონში „რეალმა“ სულ ოთხი თამაში წააგო. ერ-ერთი სწორედ „ხეტაფესთან“ იყო იანვარში (0:1). ამჯერად კი კარლლო ანჩელოტის შეგირდებმა რევანში აიღეს, თუმცა იოლი გასეირნება ნამდვილად არ ჰქონიათ „კოლისეუმ ალფონსო პერესზე.“

სტუმრებმა ძალიან მალე გახსნეს ანგარიში და ამან მატჩის მსვლელობაზეც იმოქმედა. მოდრიჩის პასს მილიტაომ თავი დაუხვედრა და უკვე მე-3 წუთზე გაიტანა. მადრიდელები შემდგაც უფრო აქტიურად გამოიყურებოდნენ, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა.

შესვენების შემდეგ როდრიგომ კი გაიტანა, მაგრამ ვარ-მა თამაშგარე დაუფიქსირა.

„რეალმა“ კვლავ 3 ქულით გაუსწრო „ბარსელონას,“ რომელიც კვირას „სელტას“ მასპინძლობს და გამარჯვების შემთხვევაში კვლავ გაუთანაბრდება „სამეფო კლუბს.“

მხოლოდ ეს ორი გუნდია მიმდინარე პრიმერაში დაუმარცხებელი. მომავალ ტურში კი „კლასიკოა.“ 16 ოქტომბერს ანჩელოტის კრებული „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ჩავის ბიჭებს დაუხვდება.

ესპანეთი

პრიმერა დივიზიონი

8 ტური. 8 ოქტომბერი

ხეტაფე - რეალი 0:1

ხეტაფე. „კოლისეუმ ალფონსო პერესი“

0:1 მილიტაო (3)

ხეტაფე: სორია, დამიან სუარესი, დაკონამი, მიტროვიჩი, დუარტე, ანგილერი (ამავი 83), ალგობია (სეოანე 83), ალენია (პორტუ 66), მილია, მაიორალი (ჰადადი 66), უნალი (ლატასა 86)

მწვრთნელი: კიკე სანჩეს ფლორესი

რეალი: ლუნინი, კარვახალი, მილიტაო (ნაჩო 83), რუდიგერი, ალაბა, მოდრიჩი, ჩუამენი, კამავინგა (ასენსიო 83), ვალვერდე, როდრიგო (დიასი 89), ვინისიუსი

მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი

მსაჯი: ანტონიო მატეუ ლაოსი

გაფრთხილება არ ყოფილა

ატლეტიკო - ჟირონა 2:1

1:0, 2:0 კორეა (5, 48), 2:1 რიკელმე (66)

სევილია - ბილბაო 1:1

1:0 ტორესი (4), 1:1 ვესგა (73)

გაძევება: ერერა (90+4) - ბილბაო

ალმერია - რაიო ვალეკანო 3:1

1:0 რობერტონე (8), 2:0 ბაბიჩი (17), 3:0 ტურე (39), 3:1 კატენა (81)

გაძევება: ემბარბა (87) - ალმერია

0.061037