ფეხბურთი

16:00 | 8.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

საბა საზონოვი რომის "ლაციოს" ინტერესის სფეროში

მოსკოვის „დინამოსა“ და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მცველი საბა საზონოვი რომის „ლაციოს“ ინტერესის სფეროშია.

როგორც Sport24 წერს, საზონოვის მიმართ „ლაციო“ სერიოზულად იყო დაინტერესებული, მაგრამ ლეგიონერებზე არსებული ლიმიტის გამო, რომაულმა კლუბმა ტრანსფერზე მუშაობა შეაჩერა, მაგრამ ფეხბურთელი მათი ინტერესის სფეროში ისევ რჩება.

საბა საზონოვს ცოტა ხნის წინ საქართველოს 21-წლამდე ნაკრებში ჰქონდა დებიუტი. მან მიმდინარე სეზონში რუსეთის ჩემპიონატში 11 მატჩში 1 გოლი გაიტანა.

შეგახსენებთ, სერია A-ში ამჟამად ორი ქართველი ფეხბურთელი თამაშობს - ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში“ და ლუკა ლოჩოშვილი „კრემონეზეში“.

0.115866