ავტოსპორტი

15:27 | 8.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

ფერსტაპენი სუზუკაზე რბოლას პოულიდან დაიწყებს

მაქს ფერსტაპენმა მეორე ტიტულის იაპონიაშივე გასანაღდებლად, პირველი ნაბიჯი გადადგა - საკვალიფიკაციო რბოლა მოიგო. რბოლის მიწურულს, მან სულ რაღაც, 0.10 წამით აჯობა შარლ ლეკლერს. კარლოს საინსს კი პოულამდე 0.057 წამი დააკლდა.

მაგრამ რბოლის შემდეგ ფერსტაპენის პოული კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. საქმე ისაა, რომ გასახურებელ წრეზე მყოფმა ჰოლანდიელმა, სწრაფი ტემპით მოძრავ ლანდო ნორისს მოსახვევ 130R-ში გზა გადაუღობა. ნორისმა სასწაულებრივად შეძლო მანქანის მორიდება და ბალახზე გადასვლაც დასჭირდა. ფერსტაპენმა მოუბოდიშა, მაგრამ მსაჯებმა ინციდენტი დააფიქსირეს და მისი განხილვა რბოლის შემდეგ დანიშნეს.

„რედ ბულის“ პილოტისთვის ბედად, მისი შედეგი ძალაში დარჩა და მსაჯებმა მას სიტყვიერი გაფრთხილება აკმარეს.

შეგახსენებთ, რომ ფერსტაპენი ლეკლერს 104 ქულას უგებს და ჩემპიონის მეორე ტიტულის გასანაღდებლად, სუზუკაზე რბოლაში, მონაკოელზე რვა ქულით მეტის აღება სჭირდება. სწორედ ამდენს მოუგებს, თუ რბოლას ლეკლერზე წინ, პირველ ადგილზე დაასრულებს და უსწრაფესი წრის ბონუს ქულასაც აიღებს.

იაპონიის დიდი პრიზი

კვალიფიკაცია

  1. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 1'29.304
  2. შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) 0.010
  3. კარლოს საინსი (ესპანეთი, ფერარი) 0.057
  4. სერხიო პერესი (მექსიკა, რედ ბული) 0.405
  5. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ალპინი) 0.861
  6. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 0.957
  7. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ალპინი) 1.018
  8. ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1.085
  9. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ასტონ მარტინი) 1.250
  10. ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1.699
  11. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, მაკლარენი) 1.355
  12. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, ალფა რომეო) 1.405
  13. იუკი ცუნოდა (იაპონია, ალფატაური) 1.504
  14. გუანიუ ჟოუ (ჩინეთი, ალფა რომეო) 1.649
  15. მიკ შუმახერი (გერმანია, ჰაასი) 2.135
  16. ალექსანდრ ელბონი (ტაილანდ, უილიამსი) 2.007
  17. პიერ გასლი (საფრანგეთი, ალფატაური) 2.018
  18. კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 2.048
  19. ლანს სტროლი (კანადა, ასტონ მარტინი) 2.115
  20. ნიკოლას ლატიფი (კანადა, უილიამსი) 2.207
0.133168