ესპანეთის ლა ლიგის მერვე ტურში „ვალენსიამ“ სტუმრად „ოსასუნა“ 2:1 დაამარცხა და გასვლაზე მიმდინარე სეზონში პირველად მოიგო.
გიორგი მამარდაშვილს ბევრი საქმე არ ჰქონია და გაშვებულ გოლშიც ბრალეულობა არ მიუძღვის. 22 წლის ქართველი მეკარის თამაში ცნობილმა გამოცემა As-მა 7 ქულით შეაფასა:
„ისე, როგორც მიჩვეულები ვართ. ბევრი სამუშაო არ ჰქონია, მაგრამ ის, რაც ჰქონდა, უპრობლემოდ მოაგვარა. მას ბრწყინვალე „სეივი“ არ გაუკეთებია, რადგან ეს საჭირო არ ყოფილა“, - წერს As-ი.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილმა მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 8 მატჩში 8 გოლი გაუშვა და ორჯერ კარის მშრალად შენახვა შეძლო.