ავტოსპორტი

2:55 | 8.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

ვოლფი: ჯერ ჰამილტონი მოიგებს მერვე ტიტულს, შემდეგ კი რასელი - პირველს

ფორმულა 1-ის მიმდინარე სეზონის ბოლომდე სულ ხუთი რბოლაღა რჩება და ჯორჯ რასელს დიდი შანსი აქვს იმის, რომ „მერსედესში“ თავის პირველივე სეზონში, მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონ თანაგუნდელ ლუის ჰამილტონს აჯობოს. რასელს 203 ქულა აქვს, ჰამილტონს კი - 170.

მაგრამ გუნდის შეფი ტოტო ვოლფი ამბობს, რომ როდესაც „მერსედესი“ გამარჯვებებს ისევ დაიწყებს, ჯერ ჰამილტონი მოიგებს თავის მერვე ტიტულს, შემდეგ კი რასელი პირველად გახდება მსოფლიო ჩემპიონი.

შეგახსენებთ, რომ ჰამილტონმა თავისი შვიდი ტიტულიდან, პირველი „მაკლარენთან“ ერთად მოიგო, დანარჩენი ექვს კი „მერსედესის“ მანქანით. 2016 წელს ის თანაგუნდელ ნიკო როსბერგთან დამარცხდა, შარშან კი ტიტულისთვის ბრძოლა ბოლო წრეზე წააგო მაქს ფერსტაპენთან.

სამქიმიანებისთვის ეს სეზონი წარუმატებელია. მათი W13-ით ერთი რბოლაც არაა მოგებული. და ეს „მერსედსისთვის“ V6 ჰიბრიდული ძრავების ეპოქაში, ყველაზე წარუმტებელი სეზონია. ვოლფი ხუმრობით ამბობს, რომ რასელი მათთან ცუდ დროს გადმოვიდა. მაგრამ ის დარწმუნებულია, რომ გუნდი სწორედ რასელთან და ჰამილტონთან ერთად დაუბრუნდება ტიტულებისთვის ბრძოლას.

„მთავარია, მათ ისეთი მანქანა მოვუმზადოთ, რომელიც გამარჯვებისთვის და ჩემპიონობისთვის ბრძოლის საშუალებას მისცემს. თუ ჩვენ ამას შევძლებთ, ჯორჯი მსოფლიო ჩემპიონი გახდება, ლუისი კი მერვე ტიტულს მოიპოვებს. სწორედ ჩვენზეა დამოკიდებული, რომ მათ ეს შეძლონ“, - ამბობს ვოლფი.

0.128251