შანხაის Shanghai Rolex Masters-ის მერვედფინალში ესპანელმა დავიდ ფერერმა, ბრიტანელი ენდი მარეი დაამარცხა (2:6, 6:1, 6:2). მარეიმ პირველი სეტში ორი ბრეიკი შეასრულა და სეტებში დაწინაურდა. მეორე და მესამე სეტი ფერერმა მოიგო და მეოთხედფინალში გავიდა.
მატჩი საათსა და 56 წუთს გაგრძელდა. მარეიმ 8 ესისი ჩააწოდა და არც ერთი ორმაგი შეცდომა არ დაუშვა, ესპანელმა ვერც ერთი ეისი ვერ მოაწოდა და არც ორმაგი შეცდომა დაუშვია.
პირენელის მომდევნო მოწინააღმდეგე ჯოკოვიჩი-კუკუშკინის მატჩის გამარჯვებული იქნება.