ბრაზილიური „კრუზეიროს“ პრეზიდენტმა რონალდომ განაცხადა, რომ თავის გუნდში ლიონელ მესის სიამოვნებით მიიღებს.
მან ბრაზილიურ მედიასთან თქვა, რომ თუ მესი ევროპაში თამაშით დაიღალა, მზადაა „კრუზეიროში“ მიიღოს.
„წარმოგიდგენიათ? დავუშვათ, მესი ევროპამ დაღალა და ამბობს: რონალდოს გუნდში მინდა გადავიდე, მინდა „კრუზეიროში“ ვითამაშო“. წარმოგიდგენიათ? ეს შესანიშნავი იქნება“, - აღნიშნა ფენომენმა.
შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესის „პარი სენ ჟერმენთან“ კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება.