ფეხბურთი

22:28 | 7.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

კავანი: "ბარსელონას" ქამბექის შემდეგ ფსიქოლოგი დამჭირდა"

ურუგვაის ნაკრებისა და „ვალენსიას“ ფეხბურთელმა ედინსონ კავანიმ თქვა, რომ „ბარსელონასთან“ 1:6 წაგების შემდეგ თერაპია და ფსიქოლოგთან მისვლა დასჭირდა. როგორც მან აღნიშნა, დაძინების ეშინოდა.

„თერაპია დამჭირდა და პირველად წავედი ფსიქოლოგთან. ამ თამაშმა დიდი დარტყმა მომაყენა, ყველაფერი, რასაც ვაკეთებდით, ხუთ წუთში შეიცვალა. ეს ძალიან მძიმე დარტყმა იყო, მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთზე ვსაუბრობთ, არის რაღაცები, რაც შენზე გავლენას ახდენს. შფოთვა, ცივი ოფლიანობა და თავბრუსხვევა მქონდა, დაძინების მეშინოდა. ჩემს თავს ვკითხე: „პრობლემა ჩემშია?“ ამიტომ მივედი პსჟ-ს ექიმთან, რომელმაც ამოხსნა, რომ რაც ჩემს თავს ხდებოდა, სხვა ბევრ ადამიანსაც დაემართა სხვადასხვა სფეროში. მივხვდი, რომ სუპერგმირი არ ვიყავი“, - თქვა კავანიმ.

შეგახსენებთ, კავანი 2017 წლის მატჩზე საუბრობს, რომელშიც „ბარსელონამ“ „პარი სენ ჟერმენი“ 6:1 დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავიდა, არადა, პარიზელებს პირველი თამაში შინ 4:0 ჰქონდათ მოგებული.

0.121761