ფეხბურთი

23:27 | 6.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

უოკერმა შესაძლოა მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ ითამაშოს

„მანჩესტერ სიტის“ მცველმა კაილ უოკერმა შესაძლოა მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ ითამაშოს.

32 წლის ინგლისელმა მცველმა ოპერაცია გაიკეთა და ყველაზე ოპტიმისტური პროგნოზით მსოფლიოს ჩემპიონატის სასტარტო მატჩებს მაინც გამოტოვებს, მაგრამ შესაძლოა, მუნდიალზე ინგლისის ნაკრების განაცხადში საერთოდ ვერ მოხვდეს.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატი კატარში 20 ნოემბრიდან 18 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება.

0.111698