ფეხბურთი

19:15 | 6.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

"სევილიაში" ხორხე სამპაოლი დაბრუნდა

„სევილიას“ მთავარ მწვრთნელად ხორხე სამპაოლი დაინიშნა. არგენტინელმა სპეციალისტმა ანდალუსიურ კლუბთან კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე გააფორმა.

სამპაოლი „სევილიას“ 2016-2017 წლების სეზონშიც ავარჯიშებდა, ბოლოს კი „მარსელის“ მწვრთნელი იყო. მას არაერთგან უმუშავია, მათ შორის ყველაზე დიდ წარმატებას ჩილეს ნაკრებთან ერთად მიაღწია.

„სევილიამ“ მიმდინარე სეზონი წარუმატებლად დაიწყო, ჩემპიონთა ლიგაზე სამ ტურში ერთადერთი ქულა აქვს, ხოლო ლა ლიგაში 7 ტურის შემდეგ 5 ქულით მხოლოდ მე-17 ადგილზეა, რის გამოც ხულენ ლოპეტეგი გაათავისუფლეს.

0.113227