ვეტერანმა ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა რუუდ კროლმა, რომელიც „ნაპოლიში“ თამაშობდა, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, კვარა ლუჩანო სპალეტის რჩევებს თუ გაითვალისწინებს, ტოპმოთამაშე გახდება.
„რასპადორი სწრაფი, აქტიური ფეხბურთელია და წინ დიდი მომავალი აქვს, რომ აღარაფერი ვთქვა ხვიჩა კვარაცხელიაზე. დიდი ფეხბურთელის მონაცემები აქვს, მისნაირად მეტოქეს ძალიან ცოტა თუ ატყუებს. თუმცა, კვარამ პასის გაკეთებაც უნდა ისწავლოს, უნდა მოუსმინოს სპალეტის და მასთან ტოპფეხბურთელი გახდება“, - თქვა კროლმა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ ყველა ტურნირზე ჩატარებულ 11 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა, 3 საგოლე პასი მიითვალა და ორჯერაც პენალტი გამოიმუშავა. „ნაპოლი“ უახლოეს მატჩს 9 ოქტომბერს, „კრემონეზესთან“ გამართავს.