საქართველოს ეროვნული ნაკრები ფიფას რეიტინგში პროგრესს განაგრძობს და ამჯერად ოთხი საფეხურით დაწინაურდა.
სექტემბრის მატჩების შემდეგ ფიფამ რეიტინგი განაახლა, რომლის მიხედვით საქართველომ 82-ე პოზიციიდან 78-ე ადგილზე გადაინაცვლა. ვილი სანიოლის გუნდს ჩრდილოეთ მაკედონიასა (2:0) და გიბრალტართან (2:1) მოგებების შემდეგ 10.88 სარეიტინგო ქულა დაემატა და მთლიანობაში 1305.06 ქულა აქვს.
საქართველოს ნაკრებს მოგეხსენებათ, ერთწლიანი და 11-მატჩიანი დაუმარცხებელი სერია აქვს (9 მოგება, 2 ფრე), რითაც პირადი რეკორდი დაამყარა. გარდა ამისა, ერთა ლიგის C დივიზიონის მოგებით B დივიზიონში აღზევდა და ევრო 2024-ის პლეი-ოფში თამაშის უფლებაც მოიპოვა.
...75. ომანი - 1320.29 ქულა
76. ისრაელი - 1316.55
77. უზბეკეთი - 1309.98
78. საქართველო - 1307.34
79. ჩინეთი - 1305.06
80. ჰონდურასი - 1301.98
81. გაბონი - 1301.84
ფიფას რეიტინგის ლიდერი ისევ ბრაზილიაა, რომელიც ბელგიისა და არგენტინის ნაკრებებს უსწრებს. ზოგადად, საუკეთესო ათეულში ერთადერთი ცვლილება მოხდა, რომლის მიხედვით იტალიამ მეექვსე პოზიციაზე აღზევდა და ადგილი ესპანეთს გაუცვალა.
1. ბრაზილია - 1841.3 ქულა
2. ბელგია - 1816.71
3. არგენტინა - 1773.88
4. საფრანგეთი - 1759.78
5. ინგლისი - 1728.47
6. იტალია - 1726.14
7. ესპანეთი - 1715.22
8. ნიდერლანდები - 1694.51
9. პორტუგალია - 1676.56
10. დანია - 1666.57
ფიფას მომდევნო რეიტინგი მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, 22 დეკემბერს გამოაქვეყნებს.