ძიუდო

11:45 | 6.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლუხუმ ჩხვიმიანი მსოფლიოს ჩემპიონატს გამოეთიშა

უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში სტარტი აიღო მსოფლიოს ჩემპიონატმა ძიუდოში და პირველი საშეჯიბრო დღე საქართველოს ნაკრებისთვის წარუმატებელი გამოდგა.

60 კგ წონით კატეგორიაში ლუხუმ ჩხვიმიანი პირველი წრისგან თავისუფალი იყო და ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო, მაგრამ ისრაელის წარმომადგენელ იამ ვოლჩაკთან დამატებით დროში მარცხი განიცადა და გამოსვლა დაასრულა.

მსოფლიოს ჩემპიონატზე ყოველდღე თითო წონაში იმართება შეჯიბრი (მამაკაცებსა და ქალებში). შესაბამისად, დღეს ჩხვიმიანი ერთადერთი ქართველი იყო, რომელიც ტატამიზე გავიდა. 7 ოქტომბერს, 66 კგ წონით კატეგორიაში ვაჟა მარგველაშვილი იასპარეზებს.

0.112872