კალათბურთი

2:00 | 6.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინმა სეზონი 18 ქულით გახსნა

გიორგი შერმადინმა ახალი საკალათბურთო სეზონი შედეგიანად გახსნა. „ლენოვო ტენერიფემ“ ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში ვილნიუსის „რიტასი“ 89:74 დაამარცხა, ქართველს კი გამორჩეული თამაში ჰქონდა.

შერმადინმა 21:36 წუთში 18 ქულა და 6 მოხსნა მიითვალა. გიორგიმ 7-დან 6 ორქულიანი და 11-დან 6 საჯარიმო ჩააგდო, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 17-სა გაუტოლდა. საუკეთესო მარსელინო უერტასი იყო, რომელიც 19 ქულით და 7 პასით გამოირჩა.

„ლენოვო ტენერიფე“ ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში 18 ოქტომბერს, „პერისტერის“ სტუმრად დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ჩემპიონატი უკვე ორი ტურის დაწყებულია, მაგრამ შერმადინმა წინა მატჩები ტრავმის გამო გამოტოვა.

0.114136