ლევერკუზენის „ბაიერის“ მთავარ მწვრთნელად ჩაბი ალონსო დაინიშნა. ინფორმაცია გერმანული გუნდის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.
ესპანელმა გერარდო სეოანე შეცვალა, რომელიც „ფარმაცევტებმა“ „პორტუსთან“ განცდილი მარცხის (0:2) შემდეგ დაითხოვეს.
40 წლის ჩაბი ალონსო 2019 წლიდან „სოსიედადის“ მეორე გუნდს ავარჯიშებდა, პირველი გუნდის მწვრთნელად კი პირველად დაინიშნა. ალონსოს გერმანიაში თამაშის გამოცდილება აქვს, სადაც მიუნხენის „ბაიერნში“ ირჯებოდა.