გენუის „სამპდორიას“ დეიან სტანკოვიჩი ჩაიბარებს. იტალიური მედიის ცნობით, მხარეებს შორის შეთანხმება მიღწეულია და მალე კონტრაქტიც გაფორმდება.
სტანკოვიჩი 2019-2022 წლებში „ცრვენა ზვეზდას“ ავარჯიშებდა, რომელიც აგვისტოში დატოვა. მანამდე მას მცირე ხნით „უდინეზეში“ ასისტენტის რანგში აქვს ნამუშევარი. ზოგადად, სერბი იტალიის ჩემპიონატს კარგად იცნობს, რადგან 1998-2013 წლებში „ლაციოსა“ და „ინტერის“ რიგებში თამაშობდა.
გენუის „სამპდორიამ“ მიმდინარე სეზონი ცუდად დაიწყო და 8 ტურის შემდეგ 2 ქულით ბოლო ადგილზეა, რის გამო მთავარი მწვრთნელის პოსტიდან მარკო ჯამპაოლო დაითხოვეს.