„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველმა დონი ვან დე ბეეკმა შესაძლოა კლუბი იანვარში დატოვოს.
ნიდერლანდელმა ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრება ვერც „ევერტონიდან“ დაბრუნების შემდეგ და ერიკ ტენ ჰაგის ხელმძღვანელობით შეძლო, რომელსაც ამსტერდამის „აიაქსიდან“ ძალიან კარგად იცნობს.
დიდი შანსია, რომ ნიდერლანდელმა „წითელი ეშმაკების“ რიგები ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაში დატოვოს და კარიერას სავარაუდოდ პრემიერლიგის მიღმა გააგრძელებს. ამ ეტაპზე ვან დე ბეეკი „აიაქსსა“ და პსვ ეინდჰოვენს დაუკავშირეს.