კრიშტიანუ რონალდუმ შესაძლოა „მანჩესტერ იუნაიტედი“ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში დატოვოს. ამის შესახებ ბრიტანული მედია წერს.
კრიშტიანუ „ოლდ ტრაფორდზე“ თავს ბედნიერად არ გრძნობს და სათამაშო პრაქტიკაც ცოტა აქვს. პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში მან მხოლოდ 80 წუთი ითამაშა და ძირითადში მხოლოდ ერთხელ იყო, სექტემბრის დასაწყისში, „ბრენტფორდთან“ 0:4 წაგებულ შეხვედრაში.
კრიშტიანუთი საუდის არაბეთის კლუბი „ალ-ჰილალია“ დაინტერესებული, მაგრამ 37 წლის პორტუგალიელს ევროპაში დარჩენა სურს. ჯერჯერობით, სხვა დეტალები უცნობია. მას კლუბთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულში ეწურება.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში კრიშტიანუ რონალდუმ „მანჩესტერის“ რიგებში ერთადერთი გოლი გაიტანა.