14:53 | 4.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

სტანკოვიჩი „ინტერში“?

„ინტერის“ ყოფილი ფეხბურთელი, დეიან სტანკოვიჩი, შესაძლოა, გუნდის მთავარი მწვრთნელი გახდეს. სწორედ 44 წლის სერბის კანდიდატურაა ყველაზე სავარაუდო სიმონე ინძაგის პოსტზე, რომელსაც ცუდი შედეგების გამო გათავისუფლება ემუქრება - წერს ტვიტერში ჟურნალისტი ფაბრიციო ბიაზინა.

„ინტერმა“ ყველა ტურნირში ბოლო ექვსი მატჩიდან ოთხი წააგო. სერია A-ში 12 ქულით მეცხრე ადგილზეა, ჩემპიონთა ლიგის C ჯგუფში კი 3 ქულით მესამე პოზიციაზეა. დღეს, 4 ოქტომბერს, ლიგის მესამე ტურში „ნერაძური“ „ბარსელონას“ უმასპინძლებს. მატჩი თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.

სტანკოვიჩის ბოლო სამუშაო ადგილი ბელგრადის „ცრვენა ზვეზდა“ გახლდათ.

0.111166