„ბარსელონა“ კვლავ აკვირდება „მანჩესტერ იუნაიტედის“ 24 წლის თავდამსხმელ მარკუს რაშფორდს. ზაფხულში მხარეები განიხილავდნენ შესაძლო კონტრაქტის დეტალებს, მაგრამ მოლაპარაკება ვერ მოხერხდა. თუმცა, კატალონიელებს რაშფორდისადმი ინტერესი არ დაუკარგავთ - გვამცნობს Sport.es.
თავის მხრივ „მანჩესტერი“ რაშფორდთან კონტრაქტის გახანგრძლივებას ეშურება, რათა არ დაკარგოს ფეხბურთელი.
შეგახსენებთ, რომ ახლახან რაშფორდი პრემიერლიგის სექტემბრის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.