ავტოსპორტი

4:31 | 3.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

პერესმა სინგაპურის დიდი პრიზის წვიმიანი რბოლა მოიგო

„რედ ბულის“ სერხიო პერესმა სინგაპურის დიდი პრიზი მოიგო, რომელიც წვიმის თანხლებით ჩატარდა. რბოლის შემდეგ, მსაჯებმა ის წესების დარღვევის გამო, 5 წამით დააჯარიმეს, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა ადგილის დასაკარგად.

რბოლა ინციდენტების გამო, პელოტონი ორჯერ უსაფრთხოების მანქანამ ატარა, ხუთჯერ კი ტრასაზე უსაფრთხოების ვირტუალური მანქანის რეჟიმი ჩაირთო. შედეგად, რბოლა ორსაათიან ლიმიტს გასცდა და ამის გამო, 61-ის ნაცვლად, 59 წრეზე ჩატარდა.

გამარჯვებულს 7.5 წამით ჩამორჩა „ფერარის“ შარლ ლეკლერი, ვინც სტარტი პოულიდან აიღო, მაგრამ ეს უპირატესობა ისევ ვერ შეინარჩუნა. პერესის დაჯარიმების შემდეგ, ლეკლერის ჩამორჩენა 5 წამით შემცირდა, მაგრამ ამან მას ვერ მოაგებინა. კვარცხლბეკზე მესამე ადგილიც მისმა თანაგუნდელმა, კარლოს საინსმა დაიკავა.

პერესის გამარჯვება იმას ნიშნავს, რომ მაქს ფერსტაპენის მეორე კორონაცია გადაიდო. ჰოლანდიელი მხოლოდ მეშვიდე ადგილს დასჯერდა.

პერესი იმის გამო დააჯარიმეს, რომ უსაფრთხოების მანქანას მეტისმეტად დიდი მანძილით ჩამორჩა. მან დარღვევა გაფრთხილების მიუხედავად გაიმეორა. მექსიკელს „რედ ბულმა“ რადიოთი ამცნო, რომ დაჯარიმება ელოდა და პირველობის შესანარჩუნებლად, 5 წამზე მეტით უნდა მოეგო. და მან ეს დავალება ზედმიწევნით შეასრულა.

მექსიკელისთვის ეს კარიერაში მოგებული მეოთხე, ამ სეზონში კი მეორე რბოლაა. მან აღიარა, რომ ეს მის კარიერაში საუკეთესო გამოსვლა იყო. პერესმა პირველ გამარჯვებას მონაკოში მიაღწია.

სინგაპურის რბოლის შემდეგ, ფერსტაპენი 104 ქულას უგებს ლეკლერს და 106 ქულას - პერესს.

სინგაპურის დიდი პრიზი

მარინა ბეი, 298.580 კმ (5.063 კმ, 59 წრე)

  1. სერხიო პერესი (მექსიკა, რედ ბული) 2:02'20.238
  2. შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) 2.595
  3. კარლოს საინსი (ესპანეთი, ფერარი) 10.305
  4. ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 21.133
  5. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, მაკლარენი) 32.149
  6. ლანს სტროლი (კანადა, ასტონ მარტინი) 56.330
  7. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 58.825
  8. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ასტონ მარტინი) 1'00.032
  9. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1'01.515
  10. პიერ გასლი (საფრანგეთი, ალფატაური) 1'09.576
  11. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, ალფა რომეო) 1'28.844
  12. კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 1'32.610
  13. მიკ შუმახერი (გერმანია, ჰაასი) 1 წრე
  14. ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, მერსედესი) 2 წრე
  15. იუკი ცუნოდა (იაპონია, ალფატაური) 25 წრე
  16. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ალპინი) 33 წრე
  17. ალექსანდრ ელბონი (ტაილანდ, უილიამსი) 34 წრე
  18. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ალპინი) 39 წრე
  19. ნიკოლას ლატიფი (კანადა, უილიამსი) 52 წრე
  20. გუანიუ ჟოუ (ჩინეთი, ალფა რომეო) 53 წრე

უსწრაფესი წრე: ჯორჯ რასელი - 1:46.458 (56-ე წრე, 171.211 კმ/სთ)

მრბოლთა კლასიფიკაცია

1. მაქს ფერსტაპენი - 341 ქულა; 2. შარლ ლეკლერი - 237; 3. სერხიო პერესი - 235; 4. ჯორჯ რასელი - 203; 5. კარლოს საინსი - 202; 6. ლუის ჰამილტონი - 170; 7. ლანდო ნორისი - 100; 8. ესტებან ოკონი - 66; 9. ფერნანდო ალონსო - 59; 10. ვალტერი ბოტასი - 46; 11. დანიელ რიკარდო - 29; 12. სებასტიან ფეტელი - 24; 13. პიერ გასლი - 23; 14. კევინ მაგნუსენი - 22; 15. ლანს სტროლი - 13; 16. მიკ შუმახერი - 12; 17. იუკი ცუნოდა - 11; 18. გუანიუ ჟოუ - 6; 19. ალექსანდრ ელბონი - 4; 20. ნიკ დე ფრისი (ჰოლანდია, უილიამსი) – 2; 21. ნიკოლას ლატიფი და ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ასტონ მარტინი) – 0.

კონსტრუქტორთა ჩემპიონატი

1. რედ ბული - 576 ქულა; 2. ფერარი - 439; 3. მერსედესი - 373; 4. მაკლარენი - 129; 5. ალპინა - 125; 6. ალფა რომეო - 52; 7. ასტონ მარტინი - 37; 8. ჰაასი - 34; 9. ალფატაური - 34; 10. უილიამსი - 6.

0.130919