ფეხბურთი

22:27 | 2.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

ერიკ ტენ ჰაგმა განმარტა, თუ რატომ არ ათამაშა "სიტისთან" კრიშტიანუ რონალდუ

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა განმარტა, რატომ არ ათამაშა მანჩესტერულ დერბიში კრიშტიანუ რონალდუ, თუნდაც მეხუთე ცვლილებით.

როგორც ნიდერლანდელმა აღნიშნა, ასეთ მატჩში რონალდუს ჩართვა, მისი კარიერის უპატივცემულობა იქნებოდა:

„გადავწყვიტე, რომ თამაშში არ ჩამერთო, რადგან დიდ პატივს ვცემ კრიშტიანუს და მის კარიერას. ეს კარგი შანსი იყო მარსიალისთვის, რომელსაც თამაში სჭირდებოდა“, - აღნიშნა ტენ ჰაგმა.

შეგახსენებთ, „მანჩესტერ იუნაიტედმა“ „მანჩესტერ სიტისთან“ 3:6 წააგო, 84-ე წუთამდე კი სულაც 1:6 მარცხდებოდა. „წითელმა ეშმაკებმა“ პრემიერლიგაში 4-მატჩიანი მოგებების სერია შეწყვიტეს.

0.11639