საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 28-ე ტური ორი შეხვედრით დასრულდა, რომელშიც ლიდერებმა ითამაშეს.
„დინამო ბათუმი“ ბოლნისში, „სიონს“ ესტუმრა და ქულები კიდევ ერთხელ დაკარგა. ზღვისპირელები ბოლო დროს არცთუ კარგ ფორმაში არიან და სატურნირო ცხრილში საკმაო უპირატესობა გაანიავეს. ამჯერადაც, ბათუმელებმა ვერ მოიგეს. მილან რადინის გოლით „დინამო“ იგებდა, მაგრამ გი გნაბუიუმ მეორე ნახევარში გაათანაბრა და ფრე - 1:1.
„დინამო თბილისი“ ტურის გამორჩეულ შეხვედრაში „ტორპედოს“ ესტუმრა და გუნდებმა ქულები ისე გაიყვეს, რომ გოლი ვერ გაიტანეს. სხვათა შორის, ორივე გუნდმა წაუგებელი სერია გააგრძელა, მაგრამ მოგებების სერია კი შეუწყდათ.
„დინამო ბათუმი“ 61 ქულით ლიდერია, „დინამო თბილისს“ 60 ქულა აქვს და მომდევნო ტურში ისინი ერთმანეთს თბილისში შეხვდებიან.
„ტორპედო“ 44 ქულით მესამე ადგილს იკავებს და წინ კონკურენტ „დილასთან“ მატჩი აქვს, ხოლო „სიონი“ 29 ქულით მერვეა და მასაც უშუალო კონკურენტ „თელავთან“ თამაში ელოდება.
“სიონი” – “დინამო ბათუმი” 1:1 (0:1)
გოლები: 0:1 რადინი (24), 1:1 გი გნაბუიუ (55)
„ტორპედო“ – „დინამო თბილისი“ 0:0 (0:0)