ფეხბურთი

13:55 | 1.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

"მეცის" პრეზიდენტი: "მიქაუტაძეს თავდაჯერებისა და გამოცდილებისთვის იჯარა სჭირდებოდა"

„მეცის“ პრეზიდენტმა ბერნარ სერინმა გიორგი მიქაუტაძის შესახებ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, ქართველ ფეხბურთელს „სერენში“ იჯარა თავდაჯერებისა და გამოცდილების მისაღებად სჭირდებოდა.

„ბოლო სეზონებში იგრძნობოდა, რომ მიქაუტაძეს, ჯალოუსა და მაზიზს პროგრესი სჭირდებოდათ, გამოცდილებისა და თავდაჯერების მიღება. ეს მათ ბელგიის ჩემპიონატში გააკეთეს, მიუხედავად რთული სეზონისა, ლიგაში ადგილი მაინც შეინარჩუნეს. მათმა ტექნიკურმა ხარისხია, თამაშის ხედვამ, ბევრი რამ შეიძლება მოგვიტანოს. ეს უკვე ვნახეთ ამ სეზონში და იმედია, გაგრძელდება“, - თქვა სერინმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძეს მიმდინარე სეზონში 8 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი, ოთხჯერ კი საგოლე პასი გააკეთა.

0.118878