ფეხბურთი

13:00 | 1.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

გაბრიელ ჟესუსი: "არსენალში" "სიტისთან" შედარებით რადიკალური განსხვავებაა, აქ ბედნიერი ვარ"

ლონდონის „არსენალის“ თავდამსხმელმა გაბრიელ ჟესუსმა განაცხადა, რომ „მანჩესტერ სიტის“ დატოვება პეპ გვარდიოლას სათამაშო სტილთან შეუსაბამობის გამო გადაწყვიტა. როგორც მან აღნიშნა, „არსენალში“ ყველაფერი განსხვავებულია.

„მანჩესტერ სიტიში“ განსხვავებული სათამაშო სტილი იყო, ფორვარდებს ბურთი იშვიათად გვქონდა, გვარდიოლა ითხოვდა, რომ ისე გვეთამაშა, როგორც მას სურდა, ბურთი ნახევარმცველებს ეკონტროლებინათ. ამიტომ, გადავწყვიტე გუნდი შემეცვალა. ბოლოს ვუთხარი, რომ ისე მსურდა თამაში, როგორც მომწონს. აქ, „არსენალში“ ყველაფერი სხვაგვარადაა. ფეხბურთი განსხვავებულია, მოთამაშეებიც, სათამაშო გზებიც. „სიტიში“ ყველაფერი რადიკალურად განსხვავებული იყო”, - თქვა ბრაზილიელმა.

შეგახსენებთ, რომ გაბრიელ ჟესუსმა მიმდინარე სეზონში 8 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა.

0.117087