პოლონეთის ექსტრაკლასას მე-11 ტურში ოთარ კაკაბაძის „კრაკოვიამ“ სტუმრად „რადომიაკი“ 2:0 დაამარცხა, ქართველმა მცველმა კი საგოლე პასი მიითვალა.
კაკაბაძე მოედანზე 65-ე წუთზე შევიდა და 8 წუთში ბენიამინ კალმანს შესანიშნავი პასი გაუკეთა, რომელმაც საბოლოო ანგარიშის დაფიქსირება შეძლო.
„კრაკოვიამ“ ამ გამარჯვებით 17 ქულა დააგროვა და მეხუთე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი „ლეხიას“ უმასპინძლებს. კაკაბაძის აქტივში მიმდინარე სეზონში 11 მატჩში 1 გოლი (პოლონეთის თასზე) და 1 საგოლე პასია (ექსტრაკლასაში).