ავტოსპორტი

1:52 | 30.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

„ასტონ მარტინის“ ინოვაციური უკანა ფრთა მომავალი სეზონიდან აიკრძალება

ფორმულა 1-ში მოქმედი ტექნიკური რეგლამენტი, ამ სპორტის ისტორიაში ყველაზე სრულყოფილ და დეტალურად გაწერილად არის მიჩნეული. მაგრამ ამის მიუხედავად, გუნდები მაინც ახერხებენ მასში ისეთი ღრიჭოს აღმოჩენას, რომელიც საინტერესო სიახლეების დანერგვის საშუალებას იძლევა.

ასეთია „ასტონ მარტინის“ უკანა ფრთის კონსტრუქცია, რომელმაც პადოკში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია და ზოგმა ის რეგლამენტის დარღვევადაც კი ჩათვალა. მაგრამ საერთაშორისო საავტომობილო ფედრაციამ (FIA) აღიარა, რომ ფრთა რეგლამენტს შეესაბამება. თუმცა, თითქმის გარანტირებულად შეიძლება იმის თქმა, რომ მომავალი სეზონიდან ასეთი კონსტრუქციის ფრთა აიკრძალება.

საქმე ისაა, რომ მოქმედი რეგლამენტით, ახალი კონსტრუქციის ფრთამ უნდა აღკვეთოს მანქანის უკან ჰაერის ნაკადის ტურბულენტურობა, რაც უკან მომავალ ავტომობილს გასწრებას გაუადვილებს. ამან კი გასწრების გაადვილება და რბოლების სანახაობრივი მხარის გაუმჯობესება უნდა გამოიწვიოს. „ასტონ მარტინის“ მიგნება კი ამ ეფექტს ამცირებს, რაც რეგლამენტის სულისკვეთებას არ შეესაბამება.

„ასტონ მარტინის“ ტექნიკური დირექტორი ენდრიუ გრინი ამბობს, რომ FIA-მ გუნდს უკვე შეატყობინა, რომ ამგვარი ფრთების დატოვება. ეს კი ნიშნავს, რომ მომავალი სეზონიდან მისი გამოყენება აიკრძალება.

ნებისმიერ შემტხვევაში, FIA ჯერ ამ საკითხზე გუნდებს მოელაპარაკება და მათი თანხმობის შემთხვევაში (რაც პრაქტიკულად გარანტირებულია), „ასტონ მარტინის“ სიახლეს აკრძალავს.

0.125126