ფეხბურთი

20:36 | 29.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლორიას ტრავმა სერიოზული არ გამოდგა

საქართველოს ნაკრებისა და ფამაგუსტას „ანორთოსისის“ მეკარის, გიორგი ლორიას ტრავმა სერიოზული არაა.

ამის შესახებ ინფორმაცია კვიპროსული გუნდის პრესსპიკერმა დიმიტრის ხრისტოფორუმ დაადასტურა. როგორც მან თქვა, განსაკუთრებული არაფერია.

ლორია ითამაშებს თუ არა, უახლოეს ტურში ლარნაკას „აეკთან“, მთავარი მწვრთნელი გადაწყვეტს.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ლორიამ მუხლის დაზიანება გიბრალტარის წინააღმდეგ მატჩში მიიღო და მოედანი პირველი ტაიმის შემდეგ დატოვა.

0.112856