ფეხბურთი

15:41 | 29.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარი დაიღალა მბაპეს მამლაყინწობისგან, მაგრამ...

„პარი სენ-ჟერმენის“ ბრაზილიელი ვარსკვლავი, ნეიმარი, დაიღალა თანაგუნდელი კილიან მბაპეს მამლაყინწობისგან, თუმცა ცდილობს მათი კონფლიქტი გუნდის შედეგებზე არ აისახოს - გვამცნობს L’Équipe.

მათი ქიშპი ჯერ კიდევ პენალტის შესრულების გამო დაიწყო, როცა თერთმეტმეტრიანების დარტყმა ფრანგს მიანდეს. საქმე იქამდე მივიდა,რომ მოშუღართა დაწყნარება თანაგუნდელებს, სერხიო რამოსსა და მარკინიოსს მოუწიათ.

შემდეგი ეპიზოდი „იუვენტუსთან“ ჩემპიონთა ლიგის მატჩის შემდეგ მოხდა, როცა ნეიმარს მბაპეს გადაწყვეტილებები არ მოეწონა. შერიგება საკუთარ თავზე მესიმ აიღო.

ქიშპი ისევ გრძელდება, მაგრამ ფეხბურთელებმა თქვეს, რომ ეცდებიან, ამ კონფლიქტმა გუნდის საერთო განწყობაზე და შედეგებზე არ იმოქმედოს.

0.110182