„ტოტენჰემი“ მადრიდის „ატლეტიკოს“ მეკარით, იან ობლაკით დაინტერესდა - წერს Evening Standard.
„დეზები“ 29 წლის სლოვენიელ კარის დარაჯს ამჟამინდელი მეკარის, 35 წლის უგო ლორისის შემცვლელად მოიაზრებენ და მომავალ ზაფხულს მის შეძენას შეეცდებიან.
საინტერესოა, რომ ობლაკის გადაბირება „მანჩესტერ იუნაიტედსაც“ სურს.
მიმდინარე სეზონში ობლაკმა „ატლეტიკოს“ მაისურით 6 მატჩში 6 ბურთი გაუშვა.
მადრიდულ კლუბთან ობლაკს კონტრაქტის ვადა 2028 წლის ივნისში ეწურება.