მადრიდის „ატლეტიკოს“ შემტევი, ალვარო მორატა, 2021/22 წლების სეზონის ესპანეთის ნაკრების საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
დაჯილდოება გაზეთ Marca-ს ინიციატივით გაიმართა. 29 წლის მორატას საგანგებო პრიზი - ბრინჯაოს ბუცები გადასცეს.
გასულ სეზონში მორატამ 10 მატჩში 4 ბურთი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა. 27 სექტემბერს, ერთა ლიგის მე-6 ტურის მატჩში, პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ, სწორედ 88-ე წუთზე გატანილმა მისმა გოლმა გაიყვანა ესპანელები ტურნირის ნახევაფინალში.