ფეხბურთი

22:10 | 28.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

დანია მსოფლიოს ჩემპიონატზე კატარისადმი პროტესტის ნიშნად სპეციალური მაისურით ითამაშებს

დანიის ნაკრების ტექნიკურმა სპონსორმა Hummel-მა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის სპეციალური დიზაინის მაისურები დაამზადა.

დანია მუნდიალზე წითელი, თეთრი და შავი ფერის მაისურებით ითამაშებს, რომელზეც Hummel-ის ლოგო ძალიან მკრთალად იქნება გამოსახული, ისევე როგორც წარწერა. ამის მიზეზი კატარისადმი პროტესტია.

„არ გვინდა ხილვადი ვიყოთ ტურნირის დროს, რომელსაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ჩვენ მხარს ვუჭერთ დანიის ნაკრებს, მაგრამ არ ვუჭერთ კატარს, როგორც მასპინძელ ქვეყანას. გვჯერა, რომ სპორტი ხალხს უნდა აერთიანებდეს. შავი გლოვის ფერია. ჩვენი მხარდაჭერა დანიის ნაკრებისადმი არ უნდა ავურიოთ ტურნირის მხარდაჭერაში. კატარში დაირღვა ადამიანის უფლებები სტადიონების მშენებლობისას და შეიწირა მათი სიცოცხლე“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატი 20 ნოემბერს დაიწყება და 18 დეკემბერს დასრულდება.

0.126297