ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი სოფიის ტურნირში ჩაერთო, თუმცა პირველივე წრეში დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა.
ბასილაშვილმა ესპანელ ფერნანდო ვერდასკოსთან, რომელიც 38 წლისაა, ვერაფერი გაახერხა და 5:7, 6:7 წააგო. ამრიგად ქართველი ჩოგბურთელის წარუმატებელი სერია გრძელდება.
ნიკოლოზმა ბოლო 9 შეხვედრიდან 8 წააგო და კარიერის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი პერიოდი აქვს.