საუდის არაბეთის საფეხბურთო კლუბის, „ალ-ჰილალის“ პრეზიდენტმა ფაჰად ბენ ნაფელმა დაადასტურა, რომ ზაფხულში კრიშტიანუ რონალდუს გადაბირებას ცდილობდნენ.
როგორც მან თქვა, ფინანსური პრობლემა არ არსებობდა, მაგრამ კლუბს ტრანსფერების განხორციელება აუკრძალეს, რის გამოც პორტუგალიელთან მოლაპარაკებები ჩაიშალა.
„დიახ, ჩვენ მოლაპარაკებებს კრიშტიანუ რონალდუსთან ვაწარმოებდით. ფულის პრობლემა არ იყო, „ალ-ჰილალს“ შეუძლია მსოფლიოს უდიდესი ვარსკვლავების გადაბირება, პრობლემა საუდის არაბეთის სპორტული საარბიტრაჟოს ცენტრის გადაწყვეტილებას უკავშირდებოდა, რამაც ხელი შეგვიშალა ახალი ფეხბურთელების გაფორმებაში. მიუხედავად დისკვალიფიკაციისა, სხვა მოთამაშეებთან კონტაქტს ვაგრძელებდით და ვცდილობდით სატრანსფერო ოპერაციების ჩატარებას“, - თქვა ბენ ნაფელმა.