საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა ევროპის 2023 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი ვერ გადალახა და დანიაში გამართული ჯგუფური ეტაპი უქულოდ დაასრულა.
ლაშა ფირცხალაიშვილის გუნდი ბოლო ტურში მონტენეგროს დაუპირისპირდა და 1:3 წააგო. შედეგად, ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა და ელიტ-რაუნდს მიღმა აღმოჩნდა.
19-წლამდე ნაკრებმა ნამდვილად სუსტი თამაში აჩვენა და მონტენეგრომდე მასპინძელ დანიასა (1:3) და ინგლისთან დამარცხდა (0:6).
მონტენეგრო - საქართველო 3:1 (1:0)
გოლები: 1:0 პავიჩევიჩი (43), 1:1 ცხოვრებაშვილი (54), 2:1 ჯუკანოვიჩი (73), 3:1 ჯუკანოვიჩი (77)