ფეხბურთი

13:15 | 27.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

მანჩინი: "ოთხთა ფინალში გასვლა კარგია, მაგრამ ჩვენს წინა შედეგებს ეს არ ცვლის"

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ უნგრეთთან გამარჯვებისა (2:0) და ერთა ლიგის „ოთხთა ფინალში“ გასვლის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, მოგებით კმაყოფილია, მაგრამ ეს არ ცვლის იმ ფაქტს, რომ მისი გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ გავიდა.

„ძალიან კარგად ვითამაშეთ 70 წუთი, მაგრამ ბოლო 20 წუთი არ მომეწონა. ბედნიერი ვარ, თუმცა, ბოლოს ტანჯვა მოგვიწია, ამიტომ, თამაშის უკეთ კონტროლი და მესამე გოლის გატანა იყო საჭირო.

მნიშვნელოვანია ერთა ლიგის „ოთხთა ფინალში“ გასვლა, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენი წინა შედეგები ამით არ იშლება და რჩება. ფეხზე წამოვდექით, თუმცა ჯერ კიდევ უნდა ვიმუშაოთ. დეკემბრის თვისთვის გვერდის ავლა ძალიან რთული იქნება.

სათამაშო სქემა? მე არ მაქვს, მხოლოდ ერთი სქემა, შეგვიძლია ნებისმიერი გზით ვითამაშოთ. ბევრი მოთამაშე შეჩვეულია 3-5-2 სქემას. გამარჯვება სასიამოვნოა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ შეტევაში ორი ახალგაზრდა მოთამაშით ვითამაშეთ, რომლებიც თუ შეინარჩუნებენ ფორმას, ამ ორ წელიწადში მხოლოდ განვითარდებიან. ალბათ, ახლა ერთა ლიგის „ოთხთა ფინალში“ გასვლა ბევრისთვის არაფერს ნიშნავს, მაგრამ როცა მატჩების ჩატარების დრო მოვა, სასიამოვნო იქნება“, - თქვა მანჩინიმ.

ერთა ლიგის „ოთხთა ფინალი“ 2023 წლის ივნისში, ნიდერლანდებში გაიმართება და იტალიის გარდა, ნიდერლანდები და ხორვატია ითამაშებენ, მეოთხე გუნდი კი პორტუგალიისა და ესპანეთის მატჩში გაირკვევა.

0.130354