ფეხბურთი

20:39 | 26.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

არგენტინის ნაკრების ფეხბურთელები მუნდიალის წინ კლუბებს ბოლო ტურისგან გათავისუფლებას სთხოვენ

არგენტინის ნაკრების ფეხბურთელები კლუბებს განცხადებით მიმართავენ და მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე ბოლო ტურისგან გათავისუფლებას ითხოვენ. ინფორმაციას არგენტინული მედია ავრცელებს.

მოთამაშეების განცხადებას მხარს უჭერს არგენტინის ფეხბურთის ასოციაციაც. ფეხბურთელებს სურთ, რომ კლუბებში 12-14 ნოემბერს გასამართი ტური გამოტოვონ, რათა ნაკრებს გაცილებით ადრე შეუერთდნენ და ამავდროულად, ბოლო მომენტში ტრავმებისგან თავიც დაიზღვიონ.

ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს, თუ როგორი აქცენტი აქვთ მათ მსოფლიოს ჩემპიონატზე გაკეთებული.

შეგახსენებთ, რომ მუნდიალი 20 ნოემბერს დაიწყება და არგენტინა პირველ ტურში 22 ნოემბერს, საუდის არაბეთის ნაკრებს შეხვდება.

0.124706