საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გაიმართა „საქართველოს ეროვნული ერთიანობის თასზე" პადელის ჩოგბურთში ჟიული შარტავას სახელობის ტურნირის გამარჯვებულებთან და ორგანიზატორებთან შეხვედრა და დაჯილდოების ცერემონია.
ღონისძიება გახსნა სეოკ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმა.
დამსწერე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, ჟიული შარტავას საზოგადოების თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პრორექტორმა ზურაბ გასიტაშვილმა.
ტურნირის ორგანიზატორების - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ჟიული შარტავას საზოგადოების საპატიო სიგელებით და სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდნენ: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების და კულტურის სამინისტრო, აფხაზეთის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტო, საქართველოს პადელის ჩოგბურთის ფედერაცია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია, გორის მუნიციპალიტეტის მერია, გად ლოპესი (ესპანეთი) - ტურნირის კონსულტანტი.
შესაბამისი დიპლომები და თასები გადაეცათ ტურნირის გამარჯვებულებს და ფინალისტებს ვაჟებში და შერეულ წყვილებში.
ღონისძიებას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელები, სპორტსმენები, სხვა მოწვეული სტუმრები.
GEONOC.ORG.GE