კალათბურთი

13:53 | 26.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრები ფიბას რეიტინგში დაწინაურდა

ფიბამ ევრობასკეტის შემდეგ რეიტინგი განაახლა, რომელშიც საქართველოს ნაკრები სამი პოზიციით დაწინაურდა.

ილიას ზუროსის გუნდს 337.4 ქულა აქვს და თუ მანამდე 35-ე ადგილზე იყო, ახლა 32-ე პოზიციას იკავებს.

...30. ლატვია - 375.3 ქულა

31. მექსიკა - 354.1

32. საქართველო - 337.4

33. ისრაელი - 332.7

34. სამხრეთ კორეა - 332.1

35. იორდანია - 331.5

რაც შეეხება მოწინავე ათეულს, ცვლილებები მოხდა, თუმცა, ლიდერთა სამეული უცვლელი დარჩა. პირველ ადგილზე ისევ აშშ-ს ნაკრებია, რომელსაც კვალში ესპანეთი და ავსტრალია უდგანან. ათეულში ყველაზე დიდი პროგრესი არგენტინამ განიცადა, რომელიც 3 პოზიციით დაწინაურდა, ხოლო რეგრესი სლოვენიას აქვს - მინუს ორი პოზიცია.

1. აშშ - 760.7 ქულა

2. ესპანეთი 758.9

3. ავსტრალია - 741.1

4. არგენტინა - 736.1

5. საფრანგეთი - 712.9

6. სერბეთი - 711.5

7. სლოვენია - 703.5

8. ლიეტუვა - 673.7

9. საბერძნეთი - 670.8

10. იტალია - 647.6

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ერთი თამაში მოიგო, ოთხჯერ კი მარცხი განიცადა. 11 და 14 ნოემბერს, ილიას ზუროსის გუნდი მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ისლანდიისა და იტალიის ნაკრებებს გაეჯიბრება.

0.138687