მსოფლიოს ექვსგზის ჩემპიონი მოტო გრანპრიში, ესპანელი მარკ მარკესი, იაპონიის დიდი პრიზის რბოლას პოულ პოზიციიდან დაიწყებს. მოტეგის ტრეკზე კვალიფიკაციის მოგებით, მან ბოლო სამ სეზონში პირველი პოული მოიპოვა. სტარტზე მხოლოდ მეცხრე პოზიციას დაიკავებს მიმდინარე ჩემპიონატის ფრანგი ლიდერი ფაბიო კვარტარარო.
სხვათა შორის, მარკესმა ეს პოული იმავე ტრეკზე მოიპოვა, სადაც ბოლო პირველი პოზიციიდან უკანასკნელად, 2019 წელს დაიწყო. ამ სამ წელიწადში, თითქმის ორი ტრავმის გამო გაუცდა.
მარკესმა (ჰონდა) ესპანეთის 2020 წლის დიდი პრიზის რბოლისას, მარჯვენა ხელი მოიტეხა და მასზე რამდენიმე ოპერაციის გადატანა დასჭირდა. მიმდინარე სეზონში, იტალიის დიდი პრიზის შემდეგ, ექვსი რბოლა გამოტოვა და არაგონის დიდ პრიზზე, ერთი კვირის წინ დაბრუნდა.
კვალიფიკაცია მეორე ადგილზე დაასრულა ფრანგმა იოჰან ზარკომ (პრამაკ დუკატი), მესამე დრო კი „რედ ბულ KTM-ის“ სამხრეთაფრიკელ ბრედ ბინდერს ჰქონდა.
„ბედნიერი ვარ, რომ ისევ პოულ პოზიციაზე ვიდგები. დილით სველ ტრეკზე საკმაოდ კარგად ვგრძნობდი თავს. და ჩემს თავს ვუთხარი, თუ ტრასა საღამოსაც სვლი იქნება, მაშინ ვეცდები. ეს მხოლოდ პოულ პოზიციაა. მაგრამ სიტუაციაში, რომელშიც მე ვარ, ეს მნიშვნელოვანია. ხვალ მშრალ ტრასაზე სულ სხვა რბოლა იქნება, დღეს კი პოულს აღვნიშნავთ“, - განაცხადა მარკესმა.