სანაკრებო პაუზის დროს „ბარსელონას“ ხუთი ფეხბურთელი დაუშავდა. კერძოდ, საუბარია ფრანგებზე - ჟიულ კუნდეზე და უსმანე დემბელეზე, ნიდერლანდელებზე - ფრენკი დე იონგზე და მემფის დეპაიზე. ასევე ურუგვაელ რონალდ არაუხოზე.
არაუხოს თეძოს დაზიანება აღენიშნება, კუნდეს კუნთი დაუზიანდა. დეპაიმ და დე იონგმა კი პოლონეთთან ერთა ლიგის მატჩი (2:0) ვერ ჩაამთავრეს.