ფეხბურთი

16:34 | 24.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონას" 5 ფეხბურთელი სანაკრებო მატჩებში დაშავდა

„ბარსელონასთვის“ მიმდინარე სანაკრებო პაუზა არცთუ სასიამოვნო გამოდგა, რადგან ხუთი ფეხბურთელი დაუშავდა - ყველა ეროვნულ ნაკრებში.

ფრენკი დე იონგიმ, რონალდ არაუხომ, მემფის დეპაიმ, სუმან დემბელემ და ჟულ კუნდემ ტრავმები მიიღეს.

ჯერჯერობით, მათი დაზიანების ხარისხი უცნობია, მაგრამ ყველაზე სერიოზულად კუნდეს ტრავმა მოსჩანს, რომელსაც სავარაუდოდ მინიმუმ ერთი თვის გამოტოვება მოუწევს. ასევე ერთ თვეს ვარაუდობენ არაუხოს შემთხვევაშიც.

რა თქმა უნდა, ეს ჩავისთვის სერიოზული პრობლემა იქნება, რადგან მჭიდრო კალენდრის პირობებში შემადგენლობის სიღრმე ყველა კლუბისთვის მნიშვნელოვანია.

0.115722