მართალია ტოჩინოშინს უარყოფითი ბალანსი უკვე აქვს და შედეგი არ შეიცვლება, თუმცა დარჩენილი 2 ორთაბრძოლა პრესტიჟის ამბავია. ქართველმა სუმოისტმა დღეს მე-5 შეხვედრის მოგება მოახერხა. მისი მეტოქე მე-12 მაეგაშირა ოკინეუმი იყო, რომელსაც უვატენაგეს ილეთით აჯობა.
ტოჩის ძალიან მძიმე ბრძოლის ჩატარება მოუწია, თუმცა მეტოქის ყველა შეტევა მოიგერია და საბოლოოდ დოჰიოზე ლამაზი ილეთით დასცა. ეს მათი 22-ე დაპირისპირება იყო და ურთიერთშეხვედრებში ანგარიში ლევანის სასარგებლოდ 12-10-ზეა.
ხვალ ჩვენებურის მეტოქე მე-15 მაეგაშირა ცურუგიშო იქნება, რომელსაც აქამდე 4-ჯერ შეხვედრია და მისი დამარცხება 3-ჯერ მოახერხა. ტოჩის ანგარიშზე შემოდგომის სუპერტურნირზე 5 მოგების წილ 8 მარცხია.