სხვა

0:21 | 23.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

ანემიკ ვან ფლოიტენი მსოფლიო ჩემპიონატიდან ჰოსპიტალში მოხვდა

ველოსპორტის ჰოლანდიელი ვარსკვლავი, მსოფლიოს და ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი ანემიკ ვან ფლოიტენი ჰოსპიტალში მოხვდა. ის მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობისას დაეცა და მრავლობითი ტრავმები მიიღო.

შერეული გუნდური ესტაფეტრის სტარტზევე, მას მექანკური პრობლემები შეექმნ, რამაც მართვა დააკარგვინა. ეს კი წაქცევით დასრულდა.

„ყველაფერი დაჟეჟილი მაქვს. ყველაზე მეტად, მარჯვენა იდაყვი და მკლავი მაფიქრებს. არც ვიცი, რა მოხდა. ბალანსი დავკარგე, მაგრამ ეს რამ გამოიწვია, არ ვიცი. თუმცა, ეს ახლა, ამ სიტუაციაში არაფერში დამეხმარება. ჰოსპიტალში ვრჩები“, - ტვიტერზე წერს ვან ფლოიტენი.

მისი წაქცევის მიუხედავად, ჰოლანდიის გუნდმა ასპარეზობა გააგრძელა და მეხუთე ადგილი დაიკავა. გამარჯვება შვეიცარიამ მოიპოვა, მეორე და მესამე ადგილები, შესაბამისად, იტალიის და ავსტრალიის გუნდებმა დაიკავეს.

მართალია, ჰოსპიტალში მოხვდა, მაგრამ ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაა, შეძლება თუ არა ჰოლანდიელი ვარსკვლავი მონაწილეობას საგზაო რბოლაში, რომელიც შაბათს გაიმართება. თუ შეძლებს, მაშინ ფავორიტთა შორის იქნება.

გუნდური ესტაფეტა 28.2-კილომეტრიან ტრასაზე ჩატარდა. ყოველ გუნდში სამ-სამი ქალი და მამაკაცი ველომრბოლი შედის.

0.115636