ნიკოლოზ ბასილაშვილი მეცის ტურნირს მერვედფინალში გამოეთიშა. ქართველმა ჩოგბურთელმა ფრანგ არტურ რინდერკნეშთან ორ სეტში წააგო.
პირველი სეტი დაძაბული გამოდგა და ქართველმა ტაიბრეიკზე 11:13 განიცადა მარცხი (სეტი 6:7), ხოლო მეორე სეტში ფრანგი გაცილებით უკეთ გაისარჯა და 6:3 მოიგო, შედეგად, საბოლოო გამარჯვებაც მოიპოვა.
შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილმა მეცის ტურნირზე პირველი წრე დაძლია, თუმცა მეტოქის ტრავმის დიდი დამსახურებით, რადგან აგებდა და მისმა მოწინააღმდეგემ თამაში ვეღარ გააგრძელა.