ვეტერანმა ჩრდილომაკედონიელმა ფეხბურთელმა გორან პანდევმა კარიერა დაასრულა. ამის შესახებ მან Gazzetta Dello Sport-თან ინტერვიუში განაცხადა.
როგორც პანდევმა აღნიშნა, 13 წლის შვილი ჰყავს, რომელსაც აქამდე სათანადო ყურადღებას ვერ უთმობდა, ახლა კი დროა ოჯახს უფრო მეტი დრო დაუთმოს.
პანდევი ბოლოს „პარმაში“ თამაშობდა, რომელიც ზაფხულში დატოვა. კარიერის განმავლობაში მან „ინტერში“, „სპეციაში“, „ანკონაში“, „ლაციოში“, „ნაპოლიში“, „გალათასარაისა“ და „ჯენოაში“ ითამაშა, ხოლო ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებში 122 მატჩში 38 გოლი გაიტანა.