12:39 | 22.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბილინგემს „რეალში“ თამაში სურს. „დორტმუნდი“ 150 მილიონს ითხოვს

დორტმუნდის „ბორუსიის“ ჭაბუკი ნახევარმცველი, ჯუდ ბილინგემი, 2023 წლის ზაფხულში მადრიდის „რეალში“ გადასვლას აპირებს - გვამცნობს El Chiringuito TV-ის ჟურნალისტი ხოსე ალვარეს გაია.

„რეალი“ უკვე დაუკავშირდა ბილინგემს და მისგან წინასწარი თანხმობაც მიიღო. ინგლისელს ძალიან სურს „სამეფო კლუბში“ თამაში, მიუხედავად „მანჩესტერ სიტის“ დიდი ინტერესისა.

თუმცა, „სიტი“ უკან დახევას არ აპირებს. მათი წარმომადგენლებიც დაუკავშირდნენ ბილინგემის ოჯახს. მათ უპასუხეს, რომ ჯუდი ჯერ „რეალის“ შეთავაზებას დაელოდება და თუ მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა მადრიდში წავა.“ - განაცხადა გაიამ.

სავარაუდოდ 2023 წლის ზაფხულში „დორტმუნდი“ 19 წლის ბილინგემში 150 მილიონ ევროს მოითხოვს.

0.104816