ფეხბურთი

10:46 | 22.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

ფლორენტინო პერესმა პირადად დაამშვიდა ვინისიუსი

მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა, პირადად დაამშვიდა გუნდის ბრაზილიელი გარემარბი, ვინისიუსი, ამ უკანასკნელის მიმართ გაკეთებული რასისტული განცხადების შემდეგ - გვამცნობს Marca.

გამოცემის ინფორმაციით, პრეზიდენტთან საუბრის შემდეგ ვინისიუსი დაწყნარდა. ახლა ის მხოლოდ ფეხბურთზე, „რეალზე“ დ ბრაზილიის ნაკრებზე ფიქრობს.

მიზეზი კი ის არის, რომ ესპანეთის სპორტული აგენტების ასოციაციის ხელმძღვანელმა, პედრო ბრავომ El Chiringuito TV-ს პირდაპირ ეთერში ვინისუსს მაიმუნი უწოდა. მას არ მოსწონს როგორ აღნიშნავს ბრაზილიელი გატანილ გოლებს.

ნათქვამმა სკანდალი გამოიწვია ესპანეთში. ვინისიუსი დეპრესიაში ჩავარდა. ზოგიერთმა ფეხბურთელმა კი ბრავოს დაპატიმრება მოითხოვა.

0.114086