სხვა

3:42 | 21.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

მსოფლიო რეკორდსმენი შუბის ტყორცნაში სპორტულ კარიერას ამთავრებს

მსოფლიო რეკორდსმენმა შუბის ტყორცნაში, ჩეხმა ბარბორა სპოტაკოვამ კარიერის დასრულება გადაწყვიტა. 41 წლის ათლეტმა, ვინც ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია, ბრილიანტის ლიგის ციურიხის შეჯიბრი მეხუთე ადგილზე დაასრულა და გადაწყვეტილებაც სწორედ ამის შემდეგ მიიღო.

სპოტაკოვამ მსოფლიო რეკორდი 2008 წელს, შტუტგარტში ასპარეზობისას დაამყარა. მის მიერ ნასროლმა შუბმა 72.28 მეტრი იფრინა. ის ოლიმპიური ჩემპიონი 2008 და 2012 წლებში გახდა, 2016 წელს კი ბრინჯაოს დასჯერდა. გარდა ამისა, სამჯერ (2007, 2011 და 2017 წლებში) გახდა მსოფლიო ჩემპიონი.

„ჩემმა სხეულმა აშკარად მიმახვედრა, რომ წასვლის დროა. ყველა ზღაპარს დასასრული აქვს. ჩემს ზღაპარს ბედნიერი დასასრული აქვს, მიუნხენში ევროპული ბრინჯაო მოვიპოვე. და ამით წრედი შეიკრა“, - განაცხადა სპოტაკოვამ, ვინც სულ მეორე შუბის მტყორცნელი ქალია, რომელმაც ორი ოლიმპიური ოქროს მოპოვება შეძლო.

0.11412