ფეხბურთი

13:08 | 21.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

ანხელ დი მარია ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

„იუვენტუსის“ ფეხბურთელი ანხელ დი მარია სერია A-ს სადისციპლინო კომიტეტმა ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.

34 წლის არგენტინელმა ბოლო ტურის მატჩში „მონცასთან“ მეტოქეს მუცელში იდაყვი ჩაარტყა, რის გამოც წითელი ბარათი მიიღო. სადისციპლინო კომიტეტმა კი ზღვარგადასული და განზრახ უხეშობის გამო ის ორი მატჩით დასაჯა.

ამრიგად, დი მარია „იუვენტუსს“ იტალიის ჩემპიონატის უახლოეს ორ მატჩში ვერ დაეხმარება, რომელსაც ტურინელები „ბოლონიასა“ და „მილანთან“ ჩაატარებენ.

მიმდინარე სეზონში ანხელ დი მარიამ „ბებერი ქალბატონის“ მაისურით 5 მატჩი ჩაატარა და 1 გოლის გატანა მოახერხა.

0.127969